გედევან ფოფხაძე პარლამენტში კომიტეტის სხდომას არ ესწრება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე ამავე კომიტეტის სხდომას დღეს, 10 აპრილს, არ ესწრება.

გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევა დაასახელა. ოფიციალურად, გედევან ფოფხაძე კვლავ საპარლამენტო უმრავლესობაში ირიცხება და კომიტეტის თავმჯდმარის პირველი მოადგილის პოსტსაც ინარჩუნებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გედევან ფოფხაძე კომიტეტის სხდომებს აქამდეც ხშირად აცდენდა. ამჯერად, მისივე განცხადებით, ფოფხაძე პარლამენტში ბაქოში მივლინების გამო არ იმყოფება.

“ბატონი გედი ფოფხაძე, თუ დააკვირდებით, კომიტეტის სხდომებზე თითქმის არასდროს არ დადის, ეს არ არის დღევანდელი ამბავი, ასე რომ, განსაკუთრებული დღესაც არაფერი არ ხდება… დღევანდელი მიზეზი რაც არის, როგორც მე ვიცი, ბაქოში არის მივლინებით… სხვა შემთხვევებში, მისთვის იყო ოჯახური მიზეზები, მეტს ვერაფერს გეტყვით, ეს არის, ჩემთვის რაც არის ცნობილი,”- განაცხადა სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანვე გვითხრა, რომ თუკი გედევან ფოფხაძე ოფიციალურად გავა უმრავლესობიდან, მას კომიტეტის თავმჯდიმარის პირველი მოადგილის თანამდებობის დატოვება მოუწევს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი