დაჭრილი არასრულწლოვნისთვის სისხლის ბანკი პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის სისხლის ბანკს პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება.

“გუშინ დაჭრილი მოზარდისთვის სასწრაფოდ გვესაჭიოება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. დახმარების გაწევის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართეთ 2390313,577 221 413. მისამართი: წინანდლის N9 ,,წმ. იოანე მოწყალის სახელოპის პრივატ კლინიკის” პირველი სართული. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი”,-წერია განცხადებაში.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, დავით ლოლაძის განცხადებით, დაჭრილი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა. “შემოსვლიდან ამ დრომდე, მიმდინარეობს სისხლის კომპონენტების მუდმივი ინფუზია, ანუ გადასხმა. ამის  მიუხედავად, სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება. არის არასტაბილური ჰემოდინამიკით უმძიმესი მდგომარეობა,”-აცხადებს ექიმი.

გუშინ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს, დაჭრილები სასწრაფო დახმარების სამსახურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  სსკ-ს 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.