35983

ანაკლიის პორტის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს იგეგმება

ანაკლიის პორტის მშენებლობა დეკემბრის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზურა ალავიძე ამბობს, პორტის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს. დასრულდა ერთი ეტაპი და უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები დეკემვრის ბოლოდან დაიწყება.

“ეკონომიკის სამინისტრომ საკმაოდ ბევრი იმუშავა და კარგად იმუშავა. მივედით იქამდე, რომ უკვე იწყება მშენებლობა დეკემბრის ბოლოს. იურიდიული ნაწილი დავასრულეთ, გადავდივართ მშენებლობაზე,” – ამბობს ალავიძე.

ზურაბ ალავიძე

ზურაბ ალავიძე

საქართველოს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე ინტერესთა გამოხატვა 2014 წლის ივლისში გამოაცხადა. პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა შვიდ ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში, არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს  – 7 მლნ ტონა, მეშვიდე წელს – 20 მლნ ტონა და მეთორმეტე წელს- არანაკლებ 40 მლნ ტონისა).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი