ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი ლუგანსკისა და დონეცკის დევნილებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

10 ივლისი, 2014 • • 1350
ცხინვალი ლუგანსკისა და დონეცკის დევნილებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

ინფორმაციას სააგენტო რესი ავრცელებს.


“სულ ცოტა ხნის წინ ისეთივე უბედურებისა და პრობლემების წინაშე დავდექით, როგორც ლუგანსკის და დონეცკის მოსახლეობა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ხალხს, ვისი უბედურებაც ჩვენთვის არ არის სულერთი. მადლობა ყველას, ვინც ღონისძიებას ორგანიზება გაუკეთა და ვინც გულმოწყალება გამოიჩინა. გარდა ამისა, ამ რესპუბლიკებში კონფლიქტების გადაჭრამდე ჩვენ მზად ვართ რამდენიმე ოჯახი მივიღოთ,”- განაცხადა აქციის მონაწილემ ცხინვალში ვადიმ ცხოვრებოვმა. 

 

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ დადგენილებას ხელი რამდენიმე კვირის წინ მოაწერა.

 

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლუგანსკის ოლქში ლუგანსკის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარე წლის მაისში ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეთა 94%-მა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. იგივე მოხდა დონეცკშიც, რის შემდეგაც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკა” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა” ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. “

 
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი