ახალი ამბები

ხუხაშვილი: შსს–მ ცილისწამების გამო საქმე უნდა აღძრას

6 მაისი, 2013 • 2136
ხუხაშვილი: შსს–მ ცილისწამების გამო საქმე უნდა აღძრას

გია ხუხაშვილი პირს, რომელიც მას ბიზნესის მონოპოლიასა და ლობირებაში ადანაშაულებს, აღარ შეხვდება.

 

პრემიერმინისტრის მრჩეველს მიაჩნია, რომ სამართალდამცავებმა მბრალდებლის “ცილისწამებებზე” საქმე უნდა აღძრან:

 

„მე არ ვარ განწყობილი [ რომ ვუჩივლო]. ეს ადამიანი უბედურ დღეშია და ცილისწამებისთვის…, არ ვიცი, რა პროცედურაა. მე ვფიქრობ, 
სამართალდამცავები მის ბრალდებებზე ვალდებული უნდა იყვნენ, რომ აღძრან სისხლის სამართლის საქმე.“

 

ხუხაშვილმა გადაიფიქრა იმ ადამიანთან შეხვედრა, ვის შესახებაც არალეგალურად გამოქვეყნდა პირადი ინფორმაციის შემცველი კადრები:

 

“მე ვფიქრობდი, რომ დეზინფორმაციას უყრიდნენ მას ჩემზე და სხვებზე. შეხვედრის მიზანი ის იყო, რომ რა სიბინძურეც მასზე გამოქვეყნდა. მინდოდა ეს გამერკვია და ამიტომ შევთავაზე შეხვედრა. მე არ ვთვლიდი მის ცილისწამებებს სერიოზულად. მაგრამ, რასაც ახლა რასაც ვუსმინე, ძალიან მძიმედ არის საქმე.მას არაფერი ფაქტი არ აქვს“

 

ხუხაშვილი აღნიშნულ პიროვნების რუსთავი2–ის ეთერში გამოთქმულმა ბრალდებებმა გააღიზიანა და უარყო ისინი იმ არგუმენტით, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიზნესის მონოპოლიით დაინტერესებული პირი თავის გუნდში არ ეყოლება.

 

ბრალმდებელი ხუხაშვილს კვერცხის ბიზნესის ლობირებასა და მონოპოლიაში ადანაშაულებს. ხუხაშვილის მისამართით დასახელებულ  ბრალდებებს მის შესახებ ფარული კადრების გავრცელებაც დაემატა:

 

„როცა ამ კლანს ვუპირისპირდებოდი (ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი გია ხუხაშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე გელა ხვედელიძე, შსს მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი), ვიცოდი, რომ რაღაცას მოიფიქრებდნენ.“

 

ბიძინა ივანიშვილმა გია ხუხაშვილს „უაღრესად წესიერი და პატრიოტი კაცი“ უწოდა და თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორა გია ხუხაშვილის მიერ რუსთავი2–ის ეთერში ნათქვამი:

 

„მე იმას დავუშვებ, რომ ის კაცი დავიყენო გვერდით, კაცი გავიჩერო, რომელიც ბიზნესს აყაჩაღებს და წილებში ჩაჯდეს? ჯერ მე როგორ დავუშვებ ამას? მერე თვითონ ხუხაშვილია ძალიან პრინციპული, ძალიან წესიერი კაცია.“

 

გია ხუხაშვილი და მისი მისამართით ბრალდებების ავტორი ხუხაშვილის ინიციატივით სამშაბათს უნდა შეხვედროდნენ. 

 

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი