ახალი ამბებისამართალი

ოთხი მოსამართლე, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების კომერციულ დავებს განიხილავს

4 აგვისტო, 2017 • 5624
ოთხი მოსამართლე, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების კომერციულ დავებს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც 4 მოსამართლისგან დაკომპლექტდა. ისინი არიან: თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია.

ახალი სპეციალიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა, რომლიც, განიხილავს სანივთო-სამართლებრივ დავებს, სამეწარმეო სამარლებრივ დავებს, გაკოტრების საქმეებს და ვალდებულებით სამართლებრივ დავებს, რომელთა ღირებულაბაც, დავის საგნის მიხედვით, 500 000 ლარს აღემატება.

“მოსამართლეები შეირჩნენ მათი კვალიფიკაციის, გამოცდილების კუთხით. თითოეულ მათგანს ჰქონდა გამოცდილება მსგავსი დავების განხილვის და ამის მიხედვით მოხდა არჩევა,”- განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ მოსამარლეებზე საუბრისას.

თამარ ბურჯანაძე ამჟამად სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არის დანიშნული მოსამართლედ.

2009-2010 წლებში იგი ბაღდათის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო და უფლებამოსილების განსახორციელებლად მიავლინეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;

2010-2012 წლებში – გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და უფლებამოსილების განსახორციელებლად მივლინებული იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;

2012-2013 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2013-2016 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

იუსტიციის უმაღლემა საბჭოს 2016 წლის ივლისში სამი წლის გამოსაცდელი ვადით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ გაამწესა.

ლევან მიქაბერიძე 2016 წლიდან უვადოდ გამწესებული მოსამართლეა.

2013 წლის ნოემბერში იგი უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად მუშაობდა;

2013-2016 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2016 წლის 25 ივლისიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ;

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კი უვადოდ გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე.

ლაშა ქოჩიაშვილი არის ერთ-ერთი ის მოსამართლე, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო ასოციაცია “მოსამართლეთა ერთობა” დატოვა. ლაშა ქოჩიაშვილის სახელთან დაკავშირებულია “რუსთავის ფოლადის” საქმეც, კერძოდ, მას კომპანია ადანაშაულებდა, რომ დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა.

იგი 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ;

2007 წელს მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2008 წელს მივლინებული იქნა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში მოსამართლიედ, იმავდროულად დაეკისრა სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება;

2008-2009 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე;

2009-2017 წლებში – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ;

 

მასალების გადაბეჭდვის წესი