ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი ქეთი მელუას კონცერტს დაესწრო

23 ივლისი, 2017 • 3042
ბიძინა ივანიშვილი ქეთი მელუას კონცერტს დაესწრო

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს, 23 ივლისს “Black Sea Arena”-ზე იმყოფებოდა, სადაც ცოლთან ეკა ხვედელიძესთან და ძმასთან ადიკო ივანიშვილთან ერთად ქეთი მელუას კონცერტს დაესწრო.

 

ბიძინა ივანიშვილი "Black Sea Arena"-ზე. ფოტო: აჭარის ტელევიზია

ბიძინა ივანიშვილი “Black Sea Arena”-ზე. ფოტო: აჭარის ტელევიზია

ბიძინა ივანიშვილი "Black Sea Arena"-ზე. ფოტო: აჭარის ტელევიზია

ბიძინა ივანიშვილი “Black Sea Arena”-ზე. ფოტო: აჭარის ტელევიზია

ივანიშვილი რამდენიმე თვეა საზოგადოებაში არ გამოჩენილა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. უფრო კონკრეტულად კი, 17 ივნისს “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონფიდენციალურმა წყარომ მას მიაწოდა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ. წყაროს ცნობით, ყოფილ პრემიერს ინსულტი აქვს და მისი  მდგომარეობა მძიმეა. 17 ივნისს ივანიშვილის ინსულტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “ქართუ ფონდში” არ დაადასტურეს. 18 ივნისს ეს ინფორმაცია ბერა ივანიშვილმა უარყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი