ახალი ამბები

ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან $325 მილიონით გაიზარდა

5 მარტი, 2024 • 880
ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან $325 მილიონით გაიზარდა

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან 325 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და ამ დროისთვის 6.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Bloomberg Billionaires Index არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგი. მაჩვენებლების განახლება ნიუ-იორკში ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს ხდება. ბოლო ცვლილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ქონება 50 მილიონი დოლარით გაიზარდა.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ბიძინა ივანიშვილი 374-ე ადგილზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი