ახალი ამბები

ბერა: მამაჩემი ყოველდღე ვარჯიშობს, ჯანმრთელობით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება

18 ივნისი, 2017 • 3741
ბერა: მამაჩემი ყოველდღე ვარჯიშობს, ჯანმრთელობით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება

“ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება,” – ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.

ბერა ივანიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

“დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან…  მუდამ თქვენი
ბერა. P.s გილოცავთ მამის დღეს,” – წერს ბერა ივანიშვილი.

17 ივნისს “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონფიდენციალურმა წყარომ მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა მძიმედაა, მას ინსულტი აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი