ახალი ამბები

ოფშორიდან საქართველოში ბიზნესის გამარტივებულად გადმოტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს

18 აპრილი, 2024 • 863
ოფშორიდან საქართველოში ბიზნესის გამარტივებულად გადმოტანის შესახებ კანონპროექტს  პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს

საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღოს. პირველი მოსმენა გუშინ იყო.

ამ ცვლილების მიხედვით, ე.წ. ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ბიზნესის საქართველოში გადმოტანა მარტივად ხდება შესაძლებელი. პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, რომან გოცირიძემ ფეისბუქში წერს, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს დასჭირდა:

“მოულოდნელად, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება, დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.

ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდვინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობებლად.

ელოდა სანქციებს! გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ გადაქცევას. ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს“ ,– წერს დეპუტატი რომან გოცირიძე.

ცვლილებების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია, წაიკითხეთ შემდეგ ბმულზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი