ახალი ამბები

პრეზიდენტი სადღეგრძელოს უწოდებს ქორწინების საკონსტიტუციო განმარტებას

5 ივლისი, 2017 • 2151
პრეზიდენტი სადღეგრძელოს უწოდებს ქორწინების საკონსტიტუციო განმარტებას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სადღეგრძლოს უწოდებს კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს. მისივე თქმით, ამ საკითხის კონსტიტუციაში ასახვა რეალური პრობლემის გადაჭრასთან კავშირში არაა:

“ამას ვუპასუხე მაშინ, როდესაც რეფერენდუმზე წარსადგენად იყო საკითხი წარმოდგენილი, რომ თურმე რეფერენდუმზე უნდა განგვეხილა ეს საკითხი. ვუპასუხე, რომ ეს საკითხი ჩაწერილია სამოქალაქო კოდექსში და კიდევ ერთი სადღეგრძელო კონსტიტუციაში, რომ გაუმარჯოს ქართულ ოჯახს, შეგვეძლო ჩაგვეწერა, შეგვეძლო არ ჩაგვეწერა. კონსტიტუცია თუ იქნება ლოზუნგების და სადღეგრძელოების კონსტიტუცია, ეს შეიძლება სუფრის კულტურას ეთანხმება, მაგრამ მე არ მგონია, რომ ამას სცდება”- განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას.

მან ასევე სადღეგრძელო უწოდა ჩანაწერს სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით.

კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის მიხედვით, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი