ახალი ამბები

მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყანაში დამნაშავე დაუსჯელი არავინ დარჩება

13 მაისი, 2017 • 2176
მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყანაში დამნაშავე დაუსჯელი არავინ დარჩება

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმდჯომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე, ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გამოძების დასრულებამდე კომენტარს ვერ გააკეთებს.

გენერალურ აუდიტ ლაშა თორდიას თავს 12 მაისს დაესხნენ. თორდია ამბობს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ყოფილმა გენპროკურორმა, ოთარ ფარცხალაძე და მისი დაცვის წევრებმა მიაყენეს.

“გამოძიებით უნდა დადგინდეს რეალობა. გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვებზე და გამოძიების დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება მსგავს საკითხებზე კომენტირების საშუალება, როგორც პოლიტიკოსებს. ჩვენს ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, დამნაშავე დაუსჯელი არავინ დარჩება,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი