ახალი ამბები

უმრავლესობის ლიდერზე მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა — ოდიშარია

15 აპრილი, 2024 •
უმრავლესობის ლიდერზე მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა — ოდიშარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას თქმით, საზოგადოება მკაცრ სახელს დაარქმევს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საქციელს.

ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა მამუკა მდინარაძეს „მაღალი პოლიტიკური შეგნებისთვის და ადამიანური ღირსებისთვის“. მისი თქმით, მდინარაძე ბუნებრივად იქცა „ფლაგმანად“.

„იმას, რაც ამ დარბაზში მოხდა, თავის სახელს დაარქმევს საზოგადოება. ამაში საზოგადოება იქნება მკაცრი, ჯანსაღი. აქ ბევრს გულში უხარია, გული მოეფხანა და ჰგონია, რომ წაახალისა ახლა „ქართულ ოცნების“ წევრებზე თავდასხმა. ემანდ პირიქით არ გამოვიდეს ამ ინციდენტით წახალისება. ამიტომ მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ დავმშვიდდეთ ყველა მხარე. უმრავლესობის ლიდერზე მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა და ეს ჩვენი ღირსების საკითხია, მიუხედავად ამისა, მეც მივყვები მამუკას მდგომარეობას და ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა იყოს მშვიდობიანად. თუმცა სახელიც ყველაფერს უნდა დაერქვას“, — განაცხადა ოდიშარიამ და დასძინა, რომ ეს არ არის მუქარა.

ოპოზიციონერმა პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „რუსულ კანონს“ წარადგენდა, ხელი დაარტყა.

მასალების გადაბეჭდვის წესი