51580

შსს-მ ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსზე, ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ლაშა თორდიას თავს გუშინ, 12 მაისს, დაესხნენ. მისი განცხადებით, თავდამსხმელები არიან საქართველოს ყოფილი მთავარი პრიოკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი დაცვის წევრები.

ლაშა თორდია ტვინის შერყევის დიაგნოზით არის ჰოსპიტალიზებული.

ნეტგაზეთის კითხვაზე, არის თუ არა ვინმე ბრალდებული ამ საქმეზე, შსს-ს პრესსამხახურშ გვიპასუხეს, რომ თუ რაიმე ახალი ინფორმაცია იქნება, მოგვაწვდიან.

126-ე მუხლი გულისხმობს: “ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.”

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი