ახალი ამბები

ომბუდსმენის განცხადება ბათუმში მიმდინარე აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ

12 მარტი, 2017 • 2836
ომბუდსმენის განცხადება ბათუმში მიმდინარე აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2017 წელს 11 მარტს ბათუმში, აჭარის პოლიციის მთვარ სამმართველოსთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას და მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

“სახალხო დამცველი შეახსენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადმიანის ფუნდამენტური უფლებაა. პოლიციის უმთავრესი ვალდებულებაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა,” – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

უჩა ნანუაშვილი  იმედოვნებს, რომ პოლიცია არ გაცდება კანონის ფარგლებს და უზრუნველყოფს აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. მისივე თქმით, აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა დაკავებულ პირებს, მათ შორის ავტომობილის მძღოლს, რომლის დაჯარიმებასაც მოყვა პროტესტი.

“აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები არ ადასტურებენ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე და აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.”

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2017 წელს 11 მარტს ბათუმში, აჭარის პოლიციის მთვარ სამმართველოსთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას და მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველი შეახსენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადმიანის ფუნდამენტური უფლებაა. პოლიციის უმთავრესი ვალდებულებაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და იმედოვნებს, რომ პოლიცია არ გაცდება კანონის ფარგლებს და უზრუნველყოფს აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.

აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა დაკავებულ პირებს, მათ შორის ავტომობილის მძღოლს, რომლის დაჯარიმებასაც მოყვა პროტესტი. აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები არ ადასტურებენ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე და აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

ინცინდენტი მოხდა დღეს, 11 მარტს, „ბათუმი – პლაზასთან“, სადაც თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ აფთიაქთან გააჩერა მანქანა, პატრულმა ის დააჯარიმა და მოქალაქემ პატრულის მისამართით შეიგინა, პატრულის თანამშრომლებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „წიხლებით შეტენეს მანქანაში“. 

ინცინდენტიდან მოკლე ხანში „პლაზასთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც გაისმა მოთხოვნები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფროსი გორელია, იგი უნდა გადადგეს და „თათრებს“ ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას. აქციის მონაწილეები დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც.

აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები მიმოიფატნენ, თუმცა მოკლე ხანში აქცია განახლდა და ამჟამადაც გრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი