ახალი ამბებიკინოხელოვნება

ოსკარის წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ქართული ფილმი ვერ მოხვდა

16 დეკემბერი, 2016 • 3038
ოსკარის წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ქართული ფილმი ვერ მოხვდა

ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს “ოსკარის” უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში პირველი შესარჩევის ტურის შედეგები უკვე ცნობილია. შერჩეულ 9 ფილმს შორის ვერ მოხვდა რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი”, რომელიც კონკურსში საქართველოდან გაიგზავნა. 5 ფილმი, რომელიც ოფიციალურად კატეგორიაში წარდგება, საბოლოოდ 13-15 იანვარს შეირჩევა.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ტიტულისათვის ბროლას გააგრძელებენ ფილმები:

  1. ტანა” – ავსტრალიიდან, რეჟისორი ნემთლი დინი და მარტინ ბატლერი
  2. ეს მხოლოდ სამყაროს აღსასრულია” – კანადა, რეჟისორი ქსავიე დოლანი
  3. დანაღმული მიწა” – დანია, რეჟისორი მარტინ ზანდვლიეტი
  4. ტონი ერდმანი” – გერმანია, რეჟისორი მარენ ადე
  5. გამყიდველი” – ირანი, რეჟისორი ასგარ ფარადი
  6. მეფის არჩევანი” – ნორვეგია, რეჟისორი ერიკ პოპე
  7. სამოთხე” – რუსეთი, რეჟისორი ანდრეი კონჩალოვსკი
  8. კაცი სახელად ოვე” – შვედეთი, რეშჯიროსი ჰანს ჰოლმი
  9. ჩემი ცხოვრება როგორც ზუჩინი” – შვეიცარია, რეჟისორი კლოდ ბარე

რჩეულებში ვერ მოხვდა პედრო ალმადოვარის “ხულიეტა”, პოლ ვერჰოევენის “ის ქალი” და პაბლო ლარენის “ნერუდა”, რომლებიც ამ დრომდე კატეგორიის ფავორიტებად მოიაზრებოდნენ.

რუსუდან გლუჯიძის ფილმი ოსკარზე წარსადგენად საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ჟიურიმ შეარჩია. ფილმმა ასევე თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ტიტული დაიმსახურა, თუმცა კინოკრიტიკოსები და მაყურებლები ფილმს არაერთგვაროვნად აფასებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი