ახალი ამბები

ოსკარი 2022 – გამარჯვებულების სია

28 მარტი, 2022 • 1613
ოსკარი 2022 – გამარჯვებულების სია

ოსკარების რიგით 94-ე დაჯილდოება 28 მარტს შედგა. საუკეთესო ფილმის ჯილდო რეჟისორ სიან ჰედერის ფილმმა, CODA [სმენადაქვეითებული მშობლების შვილი] მოიპოვა. საუკეთესო ქალ მსახიობად ჯესიკა ჩესტეინი დასახელდა “ტემი ფეის თვალები” [The Eyes of Tammy Faye] შესრულებული როლისთვის. საუკეთესო კაც მსახიობად კი “მეფე რიჩარდში” [King Richard] შესრულებული როლისთვის უილ სმიტი დასახელდა.

ნომინანტების და გამარჯვებულების სია ვრცლად:

საუკეთესო ფილმი

  • Belfast [ბელფასტი]
  • CODA [სმენადაქვეითებული მშობლების შვილი]
  • Don’t Look Up [არ აიხედო]
  • Drive My Car [მართე ჩემი მანქანა]
  • Dune [დიუნი]
  • King Richard [მეფე რიჩარდი]
  • Licorice Pizza [ძირტკბილას პიცა]
  • Nightmare Alley [კოშმარული ხეივანი]
  • The Power of the Dog [ძაღლის ძალა]
  • West Side Story [ვესტსაიდური ისტორია]

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი

  • ხავიერ ბარდემი – Being the Ricardos [იყო რიკარდო]
  • ბენედიქტ კამბერბაჩი – The Power of the Dog [ძაღლის ძალა]
  • ენდრიუ გარფილდი – Tick, Tick … Boom! [ტიკ, ტიკ… ბუმ!]
  • უილ სმიტი – King Richard [მეფე რიჩარდი]
  • დენზელ ვაშინგტონი – The Tragedy of Macbeth [მაკბეტის ტრაგედია]

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

  • ჯესიკა ჩესტეინი – The Eyes of Tammy Faye [ტემი ფეის თვალები]
  • ოლივია კოლმანი – The Lost Daughter [დაკარგული ქალიშვილი]
  • პენელოპე კრუზი – Parallel Mothers [პარალელური დედები]
  • ნიკოლ კიდმანი – Being the Ricardos [იყო რიკარდო]
  • კრისტენ სტიუარტი – Spencer [სპენსერი]

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი

  • კირან ჰაინდსი – Belfast [ბელფასტი]
  • ტროი კაცორი – CODA [სმენადაქვეითებული მშობლების შვილი]
  • ჯესი პლემონსი – The Power of the Dog [ძაღლის ძალა]
  • ჯეი ქეი სიმონსი – Being the Ricardos [იყო რიკარდო]
  • კოდი სმიტ-მაკფი, The Power of the Dog [ძაღლის ძალა]

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

  • ჯესი ბაკლი – The Lost Daughter [დაკარგული ქალიშვილი]
  • არიანა დებოუსი – West Side Story [ვესტსაიდური ისტორია]
  • ჯუდი დენჩი – Belfast [ბელფასტი]
  • კირსტენ დანსტი – The Power of the Dog [ძაღლის ძალა]
  • ანჟანუ ელისი – King Richard [მეფე რიჩარდი]

საუკეთესო რეჟისორი

  • კენეთ ბრანა – Belfast [ბელფასტი]
  • რიუსუკე ჰამაგუჩი – Drive My Car [მართე ჩემი მანქანა]
  • პოლ თომას ანდერსონი – Licorice Pizza [ძირტკბილას პიცა]
  • ჯეინ კემპიონი, The Power of the Dog [ძაღლის ძალა]
  • სტივენ სპილბერგი – West Side Story [ვესტსაიდური ისტორია]

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი

  • Drive My Car [მართე ჩემი მანქანა] – იაპონია
  • Flee [გაქცევა] – დანია
  • The Hand of God [ღმერთის ხელი] – იტალია
  • Lunana: A Yak in the Classroom [იაკი საკლასო ოთახში] – ბუტანი
  • The Worst Person in the World [ყველაზე ცუდი ადამიანი სამყაროში] – ნორვეგია

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

  • Encanto [ენკანტო]
  • Luca [ლუკა]
  • The Mitchells vs. the Machines [მიჩელი რობოტების წინააღმდეგ]
  • Raya and the Last Dragon [რაია და უკანასკნელი დრაკონი]

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

  • Ascension
  • Attica
  • Flee
  • Summer of Soul [სოულის ზაფხული]
  • Writing With Fire

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის

  • Be Alive — King Richard
  • Dos Oruguitas — Encanto
  • Down To Joy — Belfast
  • No Time To Die — No Time to Die
  • Somehow You Do — Four Good Days

ცერემონიალის მონაწილეებმა და სტუმრებმა წუთიერი დუმილით გამოუცხადეს სოლიდარობა უკრაინას.

“მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზაა კონფლიქტის დროს ჩვენი ადამიანურობის გამოხატვისთვის, რეალობა ის არის, რომ მილიონობით ოჯახს უკრაინაში სჭირდება საკვები, სამედიცინო დახმარება, სუფთა წყალი და სასწრაფო დახმარება. რესურსები მწირია და ჩვენ – ერთობლივად, როგორც გლობალურ საზოგადოებას – მეტის გაკეთება შეგვიძლია”, – ითქვა დაჯილდოების მსვლელობისას.

მანამდე ამერიკელმა ოსკაროსანმა მსახიობმა, შონ პენმა CNN-თან საუბრისას თქვა, რომ თუ აკადემია დაჯილდოების მიმდინარეობისას უკრაინის ხელისუფლებას არ ჩართავდა, ოსკარების 94-ე დაჯილდოება იქნებოდა “ყველაზე უხამსი მომენტი მთელი ჰოლივუდის ისტორიაში”. ამასთან, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კინოაკადემია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიიწვევდა ცერემონიალზე, ის საკუთარ ოსკარს გადაადნობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი