კვირას, 12 მარტს, ლოს ანჯელესის „დოლბის თეატრში” გაიმართა ოსკარების 95-ე დაჯილდოების ცერემონია.
წელს ამერიკული კინოაკადემიის რჩეული ყველაზე მეტ ნომინაციაში გახდა ფილმი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად” („Everything Everywhere All at Once“). სურათს „ოსკარი” გადაეცა საუკეთესო ფილმის, რეჟისურისა და სცენარის კატეგორიებში. ფილმში ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა მიშელ იოს (Michelle Yeoh). ქალისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი – ჯემი ლი კერტისსა (Jamie Lee Curtis) და კე ჰუი ქუანს (Ke Huy Quan).
დარენ არონოვსკის ფილმში „ვეშაპი” განსახიერებული როლისთვის, მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის „ოსკარი” დაიმსახურა ბრენდან ფრეიზერმა.
2023 წლის „ოსკარის” მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულთა სია:
საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმი:
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი:
დასავლეთის ფრონტი უცვლელია
საუკეთესო ორიგინალური კინომუსიკა:
დასავლეთის ფრონტი უცვლელია
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი:
Women Talking
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:
ნავალნი
საუკეთესო ანიმაცია:
ფოტო გარეკანზე: EPA-EFE/ETIENNE LAURENT