მესამე დღეა, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას შტატებში მოქალაქეები აპროტესტებენ. არჩევნების შედეგების გამოცხადების დღესვე ათასობით მანიფესტანტი გამოვიდა ქვეყნის რამდენიმე ქალაქის ქუჩებში შეძახილებით – “ტრამპი არაა ჩემი პრეზიდენტი”.
პროტესტმა ისეთი დიდი ქალაქები მოიცვა, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სან-ფრანცისკო, ოკლანდი, ფილადელფია და სიეტლი. აქციის მონაწილეები ტრამპს რასიზმში, სექსიზმსა და ქსენოფობიაში ადანაშაულებენ. ისინი უპირისპირდებიან ტრამპის ანტისაიმიგრაციო, ანტიმუსლიმურ რიტორიკას და მემარჯვენე-ნაციონალისტურ კურსს, რასაც ტრამპი წინასაარჩევნო პერიოდში აანონსებდა.