ახალი ამბები

ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა

9 ნოემბერი, 2016 • 2738
ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. [11:44] საათის მონაცემებით, დონალდ ტრამპს 274 ხმა აქვს, ხოლო “დემოკრატების” კანდიდატს, ჰილარი კლინტონს- 215 ხმა. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა.

დონალდ ტრამპი პენსილვანიის უნივერსიტეტის ვართონის სკოლაში სწავლობდა და უფროსი ძმის შემდეგ მამის საყვარელი შვილიც გახდა. მისმა ძმამ, ფრედიმ პროფესიად პილოტობა აირჩია და 43 წლის ასაკში ალკოჰოლზე დამოკიდებულებით გარდაიცვალა, მიიჩნევენ, რომ ამ ამბის გამო ტრამპი მთელი ცხოვრების მანძილზე ერიდება ალკოჰოლსა და სიგარეტს.

თავად ტრამპი აცხადებს, რომ უძრავი ქონების ბიზნესში, მცირე, მილიონიანი კაპიტალით შევიდა, რომელიც საკუთარი მამისგან ისესხა. მას შემდეგ, რაც მამის კომპანიას შეუერთდა, მას “დიდი ფორტფელების” მართვაში ეხმარებოდა, საბოლოოდ კი კომპანიის მართვა დონალდის ხელში გადავიდა. 1971 წელს კომპანიას სახელიც გადაარქვა და “ტრამპის ორგანიზაცია” უწოდა. დონალდის მამა 1999 წელს გარდიცვალა, თავად ტრამპი ამბობს, რომ მამამისი მისი შთაგონება იყო.

ტრამპის საკუთრებაშია ყველაზე ცნობილი 68-სართულიანი “ტრამპ თაუერი” ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, ასევე Trump Place, Trump World Tower, Trump International Hotel, “ტრამპ თაუერი” ასევე არის მუმბაიში, სტამბოლში და ფილიპინებში. მის მფლობელობაშია კაზინოები და სასტუმროები. დონალდ ტრამპი 1996 წლიდან 2015 წლამდე აქტიურად იყო ჩართული გასართობ ბიზნესში, მან დააარსა კონკურსები “მის სამყარო”, “მის ამერიკა”, “მის თინეიჯერი”, 2003 წელს მონაწილობდა NBC-ის რეალურ შოუში “The Apprentice”. ტრამპი რამდენიმე წიგნის ავტორიცაა. ფორბსის მონაცემების მიხედვით, მისი ქონბა 3.7 მილიარდი დოლარია, თუმცა თავის ქონებას თავად ტრამპი 10 მილიარდად აფასებს.

ტრამპი სამჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი ცოლი ივანა ზელნიჩკოვა , ჩეხი ათლეტი და მოდელი იყო. წყვილს სამი შვილი ჰყავთ – დონალდ უმცროსი, ივანკა და ერიკი. წყვილი 1990 წელს ხმაურით დაშორდა. მეორედ ტრამპმა 1993 წელს მსახიობ მარლა მაპლზე იქორწინა, მათ ერთი შვილი ტიფანი ჰყავთ, წყვილი 1999 წელს განქორწინდა. ტრამპი ახლა მელანია კნაუსზეა დაქორწინებული, მათ ერთი შვილი ბარონ უილიამ ტრამპი ჰყავთ.

დონალდდ ტრამპი საქართველოს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სტუმრობდა, მას ბრწყინვალების ორდენი გადასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი