ახალი ამბები

იაკობ ქაჯაიამ რიო 2016–ის პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი მოჭიდავე დაამარცხა

15 აგვისტო, 2016 • 1789
იაკობ ქაჯაიამ რიო 2016–ის პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი მოჭიდავე დაამარცხა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში იაკობ ქაჯაიამ ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ედუარდ სოგომონია მარტივად დაამარცხა და მომდევნო რაუნდში გავიდა.

ქართველი მოჭიდავის მეტოქე მერვედფინალში უკრაინელი ალექსანდრ ჩერნეცკი იქნება, რომელმაც პირველ შეხვედრაში ეგვიპტელი მოჰამედ აჰმედ აბდელლატიფი დაამარცხა.

ქაჯაიას წარმატებულ გამოსვლამდე თავისი პირველი შეხვედრა მოიგო რობერტ კობლიაშვილმაც.  ქაჯაია 130 კგ.–მდე, ხოლო კობლიაშვილი 85 კგ.–მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 2 მედალი აქვს – ვერცხლი და ბრინჯაო. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება. მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი