საზოგადოება

ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

26 მარტი, 2024 • 1569
ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

დინამო არენაზე გამართული დაძაბულ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრებს 4:2 სძლია და ევრო 2024-ზე გავიდა.

ევრო 2024 გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ივნისის დორტმუნდში თურქეთთან გამართავს.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ჰამბურგში დაუპირსპირდება. საქართველო-პორტუგალიის მატჩი კი 26 ივნისს გელზენკირხენში ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი