ახალი ამბები

რობერტ კობლიაშვილმა რიო 2016 გამარჯვებით დაიწყო

15 აგვისტო, 2016 • 2053
რობერტ კობლიაშვილმა რიო 2016 გამარჯვებით დაიწყო

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რობერტ კობლიაშვილმა (85 კგ.) მექსიკელი სპორტსმენი დაამარცხა და მომდევნო რაუნდში გავიდა.

შეხვედრის ორივე პერიოდი ფრედ დასრულდა, ხოლო დამატებით მესამე პერიოდში 22 წლის ქართველმა მოჭიდავემ 5 ქულა მოიპოვა და მეტოქე დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში კობლიაშვილი გერმანელ მოჭიდავეს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 2 მედალი აქვს – ვერცხლი და ბრინჯაო. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება. მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი