ახალი ამბები

მერაბ დვალიშვილი აშშ-ის მოქალაქე გახდა

23 მარტი, 2024 •
მერაბ დვალიშვილი აშშ-ის მოქალაქე გახდა

UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად დვალიშვილი ავრცელებს.

„თითქმის უკვე 12 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომითა მოთმინებით ყველა სიძნელე გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე, რისთვისაც ამ ქვეყნის მადლიერი ვარ“, — აცხადებს დვალიშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მოქალაქეობის მოპოვებამდე მერაბ დვალიშვილს საქართველოს სახელმწიფოსგან არ აქვს თანხმობა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, ის დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას.

საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს ქართულ მხარეს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი