ახალი ამბებიკინო

“სამეფო კარის თამაშების” მე-7 სეზონი 2017 წლის ზაფხულში გამოვა

19 ივლისი, 2016 • 13281
“სამეფო კარის თამაშების” მე-7 სეზონი 2017 წლის ზაფხულში გამოვა

HBO-ს სატელევიზიო შოუს, “სამეფო კარის თამაშების”, სავარაუდოდ, ბოლო, მეშვიდე სეზონი დაგეგმილზე გვიან გამოვა და მასში, ტრადიციულად, 10-ის ნაცვლად მხოლოდ 7 სერია იქნება.

სერიალის ყოველი შემდეგი ნაწილი, წესისამებრ, ყოველი წლის აპრილში იწყებოდა, თუმცა გადაღების პროცესში შექმნილი სირთულეების გამო  წელს გადაღება ზაფხულში დაიწყება და შემოდგომით დასრულდება. გადასაღები მოედნები წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში, ისლანდიასა და ესპანეთში მოეწყობა, რადგან “ზამთარი უკვე დადგა” და გადასაღებად უფრო მკაცრი კლიმატური პირობებია საჭირო.

სერიალის მეშვიდე სეზონი უკვე წინ უსწრებს ამ დრომდე გამოქვეყნებულ ნოველებს, რომელთა საფუძველზეც იქმნება სერიალის სცენარი, ამიტომ, რას უმზადებს ამბის ავტორი, ჯორჯ მარტინი გულშემატკივრებს, ეს ჯერ მხოლოდ ფილმის შემქმნელებისთვისაა ცნობილი.

“სამეფო კარის თამაშების” მე-6 სეზონმა კიდევ ერთხელ დაამყარა რეკორდი და მას, ჯამში, 23-მა მილიონმა ადამიანმა უყურა. სერიალი ემის 23-ნომინაციაშიაც არის წარდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი