ახალი ამბები

გარდაიცვალა GOT-ის ვარსკვლავი, მსახიობი მაქს ფონ სიუდოვი

9 მარტი, 2020 • 1856
გარდაიცვალა GOT-ის ვარსკვლავი, მსახიობი მაქს ფონ სიუდოვი

ცნობილი შვედი მსახიობი, მაქს ფონ სიუდოვი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სიუდოვმა დიდ კინოში ლეგენდარული შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის ფილმებით შეაბიჯა, რის შემდეგაც უფრო აქტიურად გამოჩნდა საერთაშორისო სცენაზე. მას ინგმარის 11 ფილმში აქვს როლები შესრულებული.

როგორც „გარდიანი“ წერს, კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ბერგმანის „მეშვიდე ბეჭედში“ შეასრულა — ის ამ ფილმში რაინდი ანტონიუს ბლოკის როლს ასრულებს, რომელიც [პერსონიფიცირებულ] სიკვდილს ჭადრაკს ეთამაშება.

მსახიობის ცნობილ ნამუშევრებში შედის უილიამ ფრიდკინის 1973 წელს გამოშვებულ „ეგზორცისტში“ (ამ ფილმში ის მღვდელ ლანკესტერ მერინს თამაშობს), ვუდი ალენის ფილმში, „ჰანა და მისი დები“ (1986) შესრულებული როლები;

სიუდოვმა 2010 წელს მარტინ სკორსეზეს „შეშლილთა კუნძულსა“ და რიდლი სკოტის „რობინ ჰუდში“ შეასრულა გერმანელი მეცნიერი ჯერემაია ნერინგის და სერ უოლტერ ლოქსლის როლები.

მაქვს ფონ სიუდოვი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სერიალში „სამეფო კარის თამაშებშიც“ მონაწილეობდა — იგი „სამთვალა ყორნის“ როლს ასრულებდა რამდენიმე სეზონის განმავლობაში.

მსახიობის გარდაცვალება ოჯახმა 8 მარტს, კვირა საღამოს დაადასტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი