ახალი ამბები

GOT-ის წიგნებს, შესაძლოა, სერიალისგან განსხვავებული ფინალი ჰქონდეს

21 მაისი, 2019 • 2458
GOT-ის წიგნებს, შესაძლოა, სერიალისგან განსხვავებული ფინალი ჰქონდეს

“სამეფო კარის თამაშების” ფინალურმა სეზონმა სერიალის ბევრი გულშემატკივარი გაწბილებული დატოვა. შოუს ბოლო ორ სერიას სერიალის ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს და ფანებმა პეტიციაც კი შექმნეს, რომლითაც მერვე, ფინალური სეზონის თავიდან გადაღებას ითხოვენ.

თუმცა, “ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” ავტორი ჯორჯ რ.რ. მარტინი ფანებს არწმუნბს, რომ ორი შემდეგი წიგნი, რომლის დაწერასაც გეგმავს, HBO-ს მიერ ამ ნოველაზე გადაღებული სერიალის იდენტურად არ დასრულდება:

“როგორი დასასრული ექნება? სერიალის მსგავსი? განსხვავებული? კი და არა, კი და არა” – დაწერა ჯორჯ რ.რ. მარტინმა საკუთარ ბლოგზე.

როგორც Cnet წერს, ჯორჯ მარტინმა მკითხველებს შეახსენა, რომ სერიალის ავტორები 8-საათიანი სატელევიზიო ქრონომეტრაჟით იყვნენ შეზღუდულნი, როცა თავად ავტორს ორი ფინალური წიგნის 3 000-მდე მანუსკრიპტი აქვს დაწერილი:

“წიგნში იქნებიან პერსონაჟები, რომლებიც ეკრანზე არ გამოგვიყენებია, ასევე, ისინი, ვინც შოუში დაიღუპნენ, თუმცა წიგნებში ისევ ცოცხლები არიან. ასე რომ, სხვა თუ არაფერი, მკითხველი გაიგებს, რა დაემართა ლეიდი სტოუნჰარტს, პენისა და მის გოჭს, არიან მარტელს, აეგონ მეექვსესა და სხვა უამრავ პერსონაჟს, რომელიც სერიალის მაყურებლებმა ვერ გაიცნეს და კიდევ იუნიქორნები იქნებიან” – წერს მარტინი.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

რა ვიცით GOT-ის პრიქველზე, რომელსაც HBO გადაიღებს

მასალების გადაბეჭდვის წესი