ახალი ამბები

პაპავა: “ოდეერი” უნივერსიტეტში კანცლერის თანაშემწედ მუშაობს

11 მარტი, 2016 • 4085
პაპავა: “ოდეერი” უნივერსიტეტში კანცლერის თანაშემწედ მუშაობს

დღეს, 11 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა აცხადებს, რომ ივა კავსაძე, რომელიც არის “ოდეერი”, უნივერსიტეტში კანცლერის თანაშემწედ მუშაობს.

პაპავას თქმით, სანამ სტუდენტებმა არ გამოთქვეს პროტესტი კანცლერობის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ და არ დაიწყეს აქციები, მანამდე არ იცოდა, რომ უნივერსიტეტში “ოდეერი” მუშაობდა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციებს 7 მარტიდან მართავენ, მოთხოვნით, რომ თსუ-ს კანცლერის პოსტზე არ აირჩიონ გიორგი გაფინდაშვილი. სტუდენტების თქმით, გაფრინდაშვილის არჩევის შემთხვევაში გაიზრდება სტუდენტებს შორის უთანასწორობა და უნივერსიტეტის ბიუჯეტის ხარჯვა ისევ თვითმმართველობის სასარგებლოდ გაგრძელდება.

სტუდენტები ასევე საუბრობენ უნივერსიტეტში “ოდეერის” არსებობაზე, რაც უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებთან შეხვედრისასდაადასტურა.

გუშინ, 10 მარტს უნდა გამართულიყო თსუ-ს სენატის სხდომა, სადაც კანცლერი უნდა აერჩიათ, თუმცა სტუდენტებმა უნივერსიტეტის პიკეტირება მოაწყვეს, რის გამოც სხდომა ჩაიშალა. სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაატარა. ხოლო დღეს, 11 მარტს, 15 საათზე კვლავ აქციას გამართავენ.

თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უცხადებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი