დიმიტრი შაშკინი პროექტით ALUMNI

სკოლა, რომელშიც განათლებისა და მეცნირების მინისტრი,დიმიტრი შაშკინი 11 წლის მანძილზე სწავლობდა, მისი ფინანსური მხარდაჭერით გარემონტდა. კონკრეტულად კი სკოლის ერთი ოთახი, რომლის რეაბილიტაციაც მოხდა. შაშკინი ოთახს ოფიციალურად პირადად გახსნის. და ამასთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალ პროექტს ჩაუყრის საფუძველს.

ეს არის პროექტი, რომელიც ცნობილი სახელით ALUMNI ,,კურსდამთავრებულთა კლუბის’’ ფარგლებში წარმატებულ ადამიანებს საშუალება მისცემს  საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სკოლას, სადაც სწავლობდნენ გარკვეული დახმარება აღმოუჩინონ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


თუთა ჩხეიძე