საზოგადოება

უნივერსიტეტებს შეეძლებათ, ზოგი საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა 4-დან 3 წლამდე შეამცირონ

29 თებერვალი, 2024 • 1945
უნივერსიტეტებს შეეძლებათ, ზოგი საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა 4-დან 3 წლამდე შეამცირონ

განათლების მინისტრის ახალი, 28 თებერვლის ბრძანების თანახმად, უნივერსიტეტებს სურვილისამებრ შეეძლებათ, რიგი სპეციალობების საბაკალავრო კურსის ხანგრძლივობა ოთხიდან სამ წლამდე შეამცირონ.

გიორგი ამილახვარის ახალი ბრძანება ითვალისწინებს ცვლილებებს 2019 წლის ბრძანებაში.

ბრძანების თანახმად, ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების სასწავლო კურსები უნდა მოიცავდეს სულ მცირე 180 კრედიტს.

საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტები ერთ კურსზე ორ სემესტრს გადიან და თითოეულში 30-30-ს იღებენ, რაც წლიურად 60 კრედიტია, ოთხი წლის განმავლობაში კი – 240. რიგი სპეციალობებისთვის კრედიტების მინიმალური ოდენობის შემცირება იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელი გახდება, ისინი არა ოთხი, არამედ სამი წელი ისწავლებოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი