ახალი ამბები

უნივერსიტეტებს შეეძლებათ, სამაგისტრო პროგრამები 1-წლიანი გახადონ – განათლების სამინისტრო

1 მარტი, 2024 • 1192
უნივერსიტეტებს შეეძლებათ, სამაგისტრო პროგრამები 1-წლიანი გახადონ – განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, უნივერსიტეტებს საშუალება ექნებათ, სურვილისამებრ, სამაგისტრო პროგრამები ერთწლიანი გახადონ, ამჟამინდელი ორწლიანის ნაცვლად.

სამინისტროს ცნობით: „უახლოეს მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც უნივერსიტეტებს მისცემს საშუალებას, განახორციელონ 1-წლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამები“.

გარდა ამისა, უნივერსიტეტებს მინისტრის გუშინდელი ბრძანებით უფლება მიეცათ, რიგი საბაკალავრო პროგრამა სამწლიანიც გახადონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი