საზოგადოება

700 აბიტურიენტს მეორეული ჩარიცხვის შანსი აქვს

27 აგვისტო, 2013 • 1110
700 აბიტურიენტს მეორეული ჩარიცხვის შანსი აქვს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, თამარ სანიკიძემ 27 აგვისტოს, აბიტურიენტებსა და მათ მშობლებთან შეხვედრის შემდეგ ამ აბიტურიენტებისთვის ხელახალი რეგისტრაციის შესაძლებლობის გადაწყვეტილება მიიღო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საკითხზე ეროვნული გამოცდების ცენტრის იურისტები მუშაობენ. 

 

“ითვალისიწინებს სტუდენტების ინტერესსა და იმ გარემოებას, რომ წელს პირველად მოხდა ახალი სისტემით აბიტურიენტების დარეგისტრირება და კიდევ ერთ შანსს აძლევს მათ მეორეული ჩარიცხვით გახდნენ სტუდენტები,”-განაცხადა ნათია პაპავამ, განათლების სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა. 

 

მისი თქმთ, სარეგისტრაციო პერიოდი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ათი დღის ვადაში გამოცხადდება. აბიტურიენტებს შეეძლებათ იმ ფაკულტეტებზე ჩაირიცხონ, სადაც თავისუფალი ადგილები დარჩა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლებლებში. 

 

2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 41 936 აბიტურიენდიტან სტუდენტი 28 401 გახდა. 2013 წელს უმაღლეს სასწავლებლებში  მისაღები კონტიგენტი  39 566 ადგილით იყო განისაზღვრული. შედეგების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებში 11 165 ადგილი დარჩა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი