კომენტარი

ინტერვიუ “დექსუსის” დირექტორთან

3 დეკემბერი, 2010 • • 1749
ინტერვიუ “დექსუსის” დირექტორთან

რა პირობებით დაიდო ხელშეკრულება დექსუსსა და ცენტრ პოინტს შორის?

ჩვენ ვართ შპს დექსუსი, რომელმაც ცენტრ პოინტის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ორგანიზაციები თავის მართვაში აიღო.

კომპანია ცენტრ პოინტი კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდა, ის იყო გადახდის უუნარო, მას არ შესწევდა იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც კლიენტებთან ხელშეკრულებით ჰქონდა გათვალისწინებული. 

ცენტრ პოინტში თქვენ ბიზნეს გეგმით მოხვედით და, ალბათ, შეისწავლეთ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და მისი საქმეები?

ჩვენ მოკლე, არა დეტალური, არამედ  შეჯამებული, კონსოლიდირებული სურათი შევისწავლეთ და ამ სურათზე დაყრდნობით ავიღეთ ჩვენს მართვაში ეს კომპანია.

და ჩათვალეთ, რომ თქვენი შემოსვლა ამ კომპანიაში თქვენთვის ფინანსურად მომგებიანი იქნებოდა?

თავისთავად, აბა როგორ, ჩვენ მართვაში გვიხდიან ფულს.

ვინ გიხდით ფულს?

ცენტრ პოინტი გვიხდის ფულს მართვაში. ცენტრ პოინტის დამფუძნებელმა გადმოგვცეს სამართავად ეს კომპანია. უფასოდ არავინ  აკეთებს საქმეს. მეც ხელფასს ვიღებ და დექსუსის ყველა თანამშრომელიც.

ანუ, გამოდის, რომ მხარე კლიენტების ახალ ხელშეკრულებაში ისევ ცენტრ პოინტია?

ცენტრ პოინტსა და დექსუსს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ჩვენ სამართავად გადმოგვეცა ცენტრ პოინტის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ყველა ორგანიზაციის 100– პროცენტიანი წილი და, შესაბამისად, კომპანიის მუშაობის სტრატეგიის განსაზღვრა ჩვენ გვევალება. მფლობელის როლი აქ ის არის, რომ დანიშნოს დირექტორი და განსაზღვროს კომპანიის სტრატეგია. ამ კომპანიის მართვა მონდობილია ჩვენზე. ჩვენი მიზანია, ცენტრ პოინტი გამოვიყვანოთ კრიზისული მდგომარეობიდან  და შეჩერებული მშენებლობები გავაგრძელოთ. ამას რეაბილიტაციის რეჟიმში ყოფნა ჰქვია.

გაქვთ თუ არა ინვესტიციები მოზიდული და რა სახის?

ჩვენ მოვიზიდეთ ინვესტიცია, რომელიც დავაბანდეთ საწყის სასტარტო კაპიტალად, მაგალითად, დიდ დიღომში დავიწყეთ მშენებლობა და თვეში რამდენიმე ათასობით ლარს ვხარჯავთ. ეს არის უცხოური ინვესტიცია.

რა სარგებელი აქვთ უცხოურ კომპანიებს?

ფინანსურ სარგებელს მიიღებენ.

შეგიძლიათ დაგვისახელოთ  კომპანიები, რომლებმაც ინვესტიციები დააბანდეს თქვენს მშენებლობაში?

სხვადასხვა ინვესტორების ჯგუფი.

ერთი მაინც დაგვისახელეთ

ჩვენ მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ეს კონფედენციალურია.

თვეში დაახლოებით 7 ათასი დოლარი შემოვიდა დიდ დიღომზე. ამ თვეების განმავლობაში  მშენებლობა დავიწყეთ და ასობით ათას ლარს ვხარჯავთ. ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ ვისაც გადასახდელი აქვს, გადაიხდის, დარჩენილ ბინებს გავყიდით და ასე ამოვიღებთ ინვესტიციებს.

ალბათ, დაანგარიშებული გაქვთ, თუ რამდენ კლიენტს აქვს თანხა გადახდილი და რამდენს– არა.

 დაახლოებით კლიენტების ნახევარს შეძენილი ბინების საფასური გადახდილი აქვს.

რატომ გახდა საჭირო ახალი ხელშეკრულებების დადება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბინის თანხა უკვე დაფარული აქვთ?

სულაც არ არის სიტუცია ისე, როგორც ამ შეკრებების (აქციების) მონაწილე რამდენიმე ადამიანი ამბობს. ვერ ნახავთ ისეთ ხელშეკრულებას, სადაც ყველას გრაფიკით აქვთ გადახდილი.

ადამიანებს ათასობით დოლარი აქვთ გადახდილი და თქვენი აზრით, მათი მხრიდან ერთი და ორი დღის გადაცილება გადასახადზე  ბინის რამდენიმეწლიანი ლოდინის ტოლფასია?

აბსოლიტურად გეთანხმებით, ეს სწორი ლოგიკაა, მაგრამ ეს ხელშეკრულებები დარღვეულია. ერთი ნაწილი, რაც ამ ხელშეკრულებაში წერია არის ის, რომ ძველი ხელშეკრულება დარღვეულია და  ჩვენ ახალ პირობებზე უნდა შევთანხმდეთ.

გაჩერდა ეს მშენებლობები. ახლა ჩვენ მოვედით და  რომ ვიჩხუბოთ, რატომ არ ჩაბარდა ძველი მშენებლობა, ამაზე საუბარს რა აზრი აქვს. მე ვამბობ, რომ მოდი, შევთანხმდეთ. დიახ, ცენტრ პოინტმა დაარღვია და თუ თქვენც დარღვეული გაქვთ, შევთანხმდეთ ახალ ხელშეკრულებაზე, რომელშიც ახალი გადახდის გრაფიკი  და ახალი ჩაბარების ვადა იქნება.

ვისაც ფული სრულად აქვს გადახდილი, ბინებს ავუშენებთ და საკუთრებაში გადავცემთ, ხოლო ვისაც არ აქვს გადახდილი, მათ ბინებს გავყიდით.

ვისაც  დაფარული აქვს თანხა სრულად, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დექსუსის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ თუ ახალ ხელშეკრულებაზე არ მოაწერდნენ ხელს, რომელიც ბინის იპოთეკით დატვირთვას და დღგ–ს გადახდას გულისხმობს, ბინას არ გაუფორმებდით.

ვისაც დაფარული აქვს თანხა, ბინას ავუშენებთ, უბრალოდ, ვერ გადავუფორმებთ. ბინას ავუშენებთ და მივცემთ. უბრალოდ, გადაფორმება რომ მოხდეს, ბუღალტრულად ამას ჰქვია გაყიდვა. მანამდე გადახდილ ფულს ერქვა ავანსი. აი, ამ გადაცემისას ხდება დაბეგვრა. როდესაც ხდება გადაცემა, გადასახდელია დღგ–ც, რომელიც 18%–ს შეადგენს. უმრავლესობა ასე ცხოვრობს, გადაფორმების გარეშე. არაფერს ახალს მე არ ვეუბნები. სხვები არ ამბობენ ამას იმიტომ, რომ არ აშენებენ. ჩვენი მხრიდან გულწრფელობა, როგორც ჩანს, დარტყმას გვაყენებს. ეს არის ის თამაშის წესები, რომლებითაც ჩვენ ვთამაშობთ. ადამიანური თვალსაზრისით არასწორია ასეთი დამოკიდებულება.

რატომ, ხელშეკრულების მიხედვით, ისინი არ არიან ვალდებული დღგ გადაიხადონ, ცენტრ პოინტი კი ვალდებული იყო, მათთვის ბინა გადაეფორმებინა.

ძირითადად, არიან ამხანაგობები, რომლებიც ადრე არ იბეგრებოდნენ დღგ–თი. შემდეგ გამოვიდა კანონი და ისინიც დაიბეგრნენ.

გამოდის, რომ სხვადასხვა პრობლემებია, ხელშეკრულება რატომ გაქვთ ერთი?

საერთოდ, გადახდის გრაფიკები სხვადასხვაა. თქვენ ეძებთ მაინცდამაინც ცუდს. ამ ხელშეკრულებაში ის წერია, რაც აქამდე არ ჰქონიათ. თუ მე დავარღიე ეს ხელშეკრულება, მაშინ მე ვიხდი ჯარიმას.

ძველ ხელშეკრულებაშიც იყო პირგასამტეხლო 0,1%

არა, ყველაში – არა, უმრავლესობა შემთხევავაში არ ყოფილა. და თუ იყო – უფრო ცოტა.

ნაკლები თანხა თუ ვერ გადაუხადეს, ახლა რატომ უნდა გენდონ?

გავიგეთ, მაგრამ ახლა ჩვენ რეაბილიტაციის მმართველები ვართ, გვინდა, რომ სახლები ავაშენოთ, თუ წამოგვყვებიან, სახლებს მიიღებენ, თუ არ გადაიხდიან არ მიიღებენ.

ვისაც სრულად აქვს გადახდილი?

ვისაც სრულად აქვს გადახდილი, იმას მივცემთ. შევიდეს და რამდენი წელიც უნდა იმდენი იცხოვროს.

გადაუფორმებთ?

არა,  ვერ გადავუფორმებთ. იმიტომ, რომ დღგ იქნება გადასახდელი. თუ ამ ხელშეკრულებას არ მოაწერენ ხელს, მაშინ ბინასაც არ მივცემთ.

რამდენიმე ადამინმა, ვისაც ფული სრულად აქვს გადახდილი მითხრა, რომ თუ ახალ ხელშეკრულებას არ მოაწერენ ხელს, ბინას ვერ მიიღებენ

ისედაც ვაშენებ ამ სახლებს და მივცემ ამ ბინას, უბრალოდ, ვერ გადავუფორმებ.

არ გინდათ, თქვენი ჯიბიდან გადაუხადოთ თანხა?

იცით რა, სახლებს ვაშენებთ და მათ ვაძლევთ. ისე საუბრობთ, თითქოს ვართმევდეთ მათ ბინებს. დექსუსი მოვიდა და აიღო ის მშნებლობები, რომლებიც წლების მანძილზე იყო გაჩერებული. მოვედით, ამ სახლებს ვაშენებთ. ვთქვით, რომ მშენებლობის გეგმას 2010 წლის ბოლოს დავდებთ. დიდი დიღმის ოაზისის მშენებლობა დაიწყო. ექვსი კორპუსის მშენებლობა დაწყებულია და რამდენიმეს წელს ვაბარებთ.

ჩვენ ჩვენი ბიზნესი გვაქვს, თუ ხალხმა ფული არ გადაიხადა, ელემენტარულად არ გავაგრძელებთ მშენებლობას.

თუ უდიდესმა პროცენტმა უარი განაცხადა 18 პროცენტის გადახდაზე, რა მოხდება ამ შემთხვევაში?

18%–ზე არ არის საუბარი, მე ამ ხალხს სახლის გასაღებს მივცემ. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც გადასახდელი აქვს თანხა. თუ არ გადაიხდიან, გავყიდი ამ აშენებულ ბინებს.

თქვენ ბიზნესმენი ხართ. როგორ ფიქრობთ, სამი ათასი ბინის გაყიდვას დღეს არსებული მდგომარეობის მიხედვით შეძლებთ?

კი, შევძლებ, მე მგონია, რომ გავყიდი. ახალი ბინების მიწოდება არ ხდება.

მე მაინტერესებს, რატომ არის ყველასთვის ერთნაირი პირობა– 18 პროცენტი და პლიუს იმის უფლება, რომ დაიტვირთოს იპოთეკით?

ცენტრპოინტმა დაარღვია ხელშეკრულება და ჩვენ მათ ვთავაზობთ ახალ ხელშეკრულებას. თუ დავარღვევთ, გადავიხდით ჯარიმას.  ვინც დღგ–ს არ გადაიხდის, მე მათ მაინც ავუშენებ ბინებს. უბრალოდ, ვეტყვი, რომ ამ შემთხვევაში მე მათ ბინებს ვერ გადავუფორმებ.  მანამ ბინას ჩავაბარებ, ის ბინა არის ჩემი და შემიძლია ამ ბინაში ჩავდო ინვესტიცია და დავტვირთო იპოთეკით. როცა ბინას გადავცემ მეპატრონეს, იპოთეკა მოეხსნება.

ჩვენ გვჭირდება 100 მილიონი ამ მშენებლობების დასასრულებლად და თვიური შემოსავალი  50 000 დოლარი გვაქვს. ანუ, ჩვენ გვჭირდება თანხა.

არ არის ყველაფერი ისე, როგორც მიტინგებით ჩანს.

კლიენტები გვეუბნებიან, დაგვირეკეს ცენტრპოინტიდან  და გვითხრეს, რომ გამოცხადდით ჩვენთან, თქვენ არაფერს აკეთებთო.  ეს ფაქტი მოხდა იმიტომ, რომ ზოგჯერ ჩვენი სახელით რეკავენ, ზოგჯერ– მობინადრის სახელით, რომ ყველაფერი ცუდად არის. სწორედ ამიტომ გვყავს დაახლოებით ათი თანამშრომელი, რომლებიც იღებენ დაინტერესებულ პირებს.

 მე ვიყავი ახლა გარეთ და არ უშვებდნენ ხალხს

 არ შემოუშვებდნენ ათ ადამიანზე მეტს, იმიტომ რომ მეტს ვერ მიიღებენ. ათი ადამიანი მუშაობს კლიენტებზე. არის შემთხვევები, როდესაც ეს კლიენტები საღამოს მოდიან და გვთხოვენ, რომ გავუფორმოთ ხელშეკრულება. ჩვენ კი ვეუბნებით, რომ როცა მათი რიგი იქნება, მაშინ გავუფორმებთ ხელშეკრულებას და ნუ ცდილობენ, ვინმეს რიგი წაართვან.

 თქვენ ამბობთ, რომ თქვენი გეგმა  კარგია და საფრთხეს არ უქმნის ამ ადამიანების უძრავ ქონებას

 დიახ, თუ არ აწყობთ, თუ არ სჯერათ, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.

 იმ შემთხვევაში, თუ თქვენს გეგმებში  რაიმე ცვლილება მოხდება, თუ პრობლემა შეექმნება თქვენი გეგმების შესრულებას, აღმოჩნდებიან თუ არა ისინი უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე დღეს არიან?

 არა, არ აღმოჩნდებიან…

ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანებს ვიბარებთ, რომელთა სახლების მშენებლობაც  დაწყებულია.

გადაცემის ვადამდე  ქონების განკარგვის უფლება გავქვს. და თქვენ რას ამბობთ, რომ ცენტრ პოინტი არ ტვირთავდა ბინებს იპოთეკით? უბრალოდ, ჩვენ გასაგებად ვწერთ ხელშეკრულებაში ამ ყველაფერს და არ ვატყუებთ მათ. ვისაც უნდოდა, მოაწერდა ხელს და ვისაც არა, არ მოაწერდა. კონკრეტულად დავწერეთ, რისი უფლება მაქვსდა და რისი –არა.

თუ ამბობთ, რომ ცენტრ პოინტსაც ჰქონდა იპოთეკით დატვირთვის უფლება, მაშინც რატომ დებთ ახალს, თუ ძველითაც შეგიძლიათ დატვირთოთ იპოთეკით?

ჩვენ არ ვატყუებთ ხალხს, ახლა სწორი სიტყვებით წერია.

გამოდის, რომ ცენტრ პოინტი ატყუებდა ხალხს?

არა, ხელშეკრულების ტექსტი ახლა უფრო სწორად არის დალაგებული და კონკრეტულად წერია, რისი უფლება აქვს და რისი– არა. ახლა კონკრეტულად წერია, რისი უფლება მაქვს, მანამდე ყველაფრის უფლება გვქონდა.

რომელი ობიექტები გქონდათ იპოთეკით დატვირთული?

ძალიან ბევრი, თუმცა რომლის მშენებლობაც დაიწყო, მათ მოვხსენით იპოთეკა.

 თუ პირი ხელშეკრულებას მაინც არ მოაწერს ხელს?

 ვერ მიიღებს საჯარო რეესტის ამონაწერს მარტივად, თუმცა  შევა და იცხოვრებს.

 გამოდის, რომ ბინა ჩემია, მაგრამ ჩემი არ არის?

ისევე როგორც ყველა სხვა კომპანიების შემთხვევაში. ყველგან ასეა.

 იურიდიულად გაქვთ უფლება, რომ კლიენტებს ბინა არ გადაუფორმოთ?

თუ არ მოგვიწერს ხელს, არ გადავუფორმებთ. თუკი ფულს არ გადაიხდიან, პიკეტირებას მოახდნენ,  შემოსვლის საშუალებას არ მოგვცემენ, ფულს არ გადაიხდიან, გავუყიდი ბინას.  ვისაც გადახდილი აქვს, მაინც მიიღებს ბინას, უბრალოდ, ვერ გადავაფორმებ, იმიტომ რომ დღგ–ა გადასახდელი. სხვა კომპანიების მიერ აშენებულ კორპუსებშიც ასე ცხოვრობს ხალხი. ცხოვრობენ და ბინები არ არის მათზე გაფორმებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი