”ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავენ, და ორი იყო დღეს ასეთი ტელევიზია: იმედი და პირველი არხი, მათ საყურადღებოდ უნდა ითქვას, ისინი ნებით თუ უნებლიეთ, გამოდიან ამ შეთანხმების გამტარები და გამხმოვანებლები. აუცილებლად გამოძიება წარიმართება ამ მიმართულებით, რათა დადგინდეს, როგორი არის თანამრომლობა საქართველოს ხელისუფლებასა და ფსბ-ს შორის. ეს გამოძიება, ცხადია, რომ დღეს ვერ ჩატარდება, ამ გამოძიებას ჩაატარებს მიუკერძოებელი პროკურატურა. ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნული. აუცილებლად დაიკითხება ჩემ მიერ ჩამოთვლილი ორივე არხის კომპეტენტური პირები იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან იცოდნენ ამ მასალების ატვირთვამდე საჯარო სივრცეში ეს ინფორმაცია, როგორ დაიწყეს კომენტარების ჩაწერა მანამდე, ვიდრე ეს ინფორმაცია საჯარო სივრცეში გამოჩნდებოდა, როგორ გაუშვეს მყისიერად ეს ინფორმაცია, როგორც კი აიტვირთა წამიდან წამში, ვინ იყო ის თანამდებობის პირი, ვინც ამის შესახებ მათ აცნობათ. ეს ინფორმაცია ობიექტური, მიუკერძოებელი და პატრიოტი პროკურატურის მიერ აუცილებლად იქნება გამოძიებული და თქვენ, მეგობრებო, აუცილებლად მოგიწევთ ამ ძალიან მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა. ხოლო ის, ვინც ასეთ დავალებებს იძლევა და ამით ადასტურებს, რომ თანამშრომლობს ქართლ უშიშროებასა და რუსულ უშიშროებას შორის არის, ჩადის დანაშაულს და ამისთვის აუცილებლად დაისჯება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
დღეს უკრაინულ საიტზე გამოვეყნდა კიდევ ორი ჩანაწერი, რომელიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო სატელეფონო საუბარს ნიკა გვარამიასა და სოფო ნიჟარაძესთან. ნიკა გვარამიმ განაცხადა რომ მისი საუბარის ჩანაწერი დამონტაჟებულია.
გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა ტელეკომპანია ”იმედი”. ”ქრონიკის” 17 საათიან გამოშვებაში წამრყვანმა თორნიკე კვერენჩხილაძემ ტელეკომპანიის განცხადება წაიკითხა:
”აბსურდია ბრალდება, თითქოს კომენტარების ჩაწერა დავიწყეთ საჯარო სივრცეში ჩანაწერების გამოქვეყნებამდე. ახალი აუდიოფაილების გამოქვეყნების შესახებ გავიგეთ საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე. რაც სრულიად საკმარისი დროა ჩანაწერის საეთეროდ მოსამზადებლად. ვებგვერდი ”უკრაინული რევოლუცია კი სწორედ ის ვებგევრდია, სადაც სამი დღის წინ გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიასთან საუბრის ცანაწერი გამოქვეყნდა, და ამ ჩანაწერების აუტენტურობა თავად ფიგურანტებმაც დაადასტურეს. შესაბამისად, არ უნდა იყოს გასაკვირი ამ ინტერნეტპორტალის მიმართ ინეტერესი”.









