თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით და ტელეკომპანია დატოვა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში.
„სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა“, – იუწყება დავით დვალი, „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
არხის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე წილების 60%-ის დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა საქალაქო სასამართლომ, 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„საქმეში არსებული მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ დასტურდება, რომ ქიბარ ხალვაში წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ შემძენს“, – განაცხადა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიდავამ.
ზემდგომმა სასამართლომ 2022 წლის 14 დეკემბერს იგივე პოზიცია გაიზიარა.
დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი, კახა კოჟორიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებდა, რომ რიგი გარემოებების გამო არ შეიძლება, ხალვაში კეთილსინდისიერ მყიდველად ჩაითვალოს:
„ხალვაში არ შეხვედრია აქიმიძე-დვალს, არ უწარმოებია მოლაპარაკებები, არ შეუფასებია კომპანია რუსთავი 2, არ ყოფილა კომპანიაში; თანხა, საფასური, რაც მათთვის უნდა მიეცა, მისცა [მაშინდელ შსს მინისტრ] ივანე მერაბიშვილს და ეს უწერია ჩვენებაში“.
დეტალებისთვის გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან: