ახალი ამბები

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო

29 ოქტომბერი, 2015 • • 887
რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო

ადვოკატების თქმით, გუშინდელ სხდომაზე 4 საათის მანძილზე იკითხებოდა ექსპერტი და, შესაბამისად, მხარეს ჭირდებოდა ამ დაკითხვის ოქმის ანალიზი და მომზადება. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.


ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დღვანდელი სხდომისათვის “რუსთავი 2”-ის ადვოკატები საკმარისად მომზადებული იყვნენ.


“აღნიშნული საქმე გამოირჩევა თავისი თავისებურებით, ეს მნიშვნელოვან ინტერესს იწვევს საზოგადოებისა. ამის გამო არც ერთი წუთით არ შეგვზღუდვია არც ერთ მხარეს უფლება იმისა, რომ თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა. იმისათვის, რომ ერთ სასამართლო პროცესში დასრულდეს, რა თქმა უნდა, პროცესი ითვალისწინებს იმას, რომ რეგლამენტაცია გაუკეთდეს თითოეული მხარის პოზიციას, მათ შორის კითხვებს, მათ შორის ახსნა-განმარტებისას მიეცეს თითოეულ მხარეს გარკვეული დრო. აღნიშნულში თქვენ იყავით თავისუფალი და რამდენიმე პროცესი გაგრძელდა აღნიშნული სხდომა. გარდა ამისა, გუშინ გთხოვეთ, წინა დღეს რომ მომზადებული ყოფილიყავით 28 ოქტომბრისათვის, ამიტომ ჩემთვის სიურპრიზია ის, რომ დღეს ვინმე არ არის მომზადებული. მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის და მხარეები მომზადებული ბრძანდებით დღევანდელი სხდომისათვის,” – განაცხადა თამაზ ურთმელიძემ.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე
მოსამართლე თამაზ ურთმელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი