”რაც შეეხება რუსთავი 2-ს, კომენტარს კონკრეტულ საქმეებზე ვერ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენებს. ჩვენი მთავარი გზავნილი კი არის ის, რომ სამართლიანობა და მედიაპლურალიზმი უნდა იყოს დაცული,”- აცხადებს კრისტიან ურსე.
აღნიშნული განცხადება კრისტიან ურემ დღეს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში ორ ახალ პროექტს წარადგენს – “საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან” და ევროკავშირის პროექტს სახელწოდებით “სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში”.