“ღმერთმა ნუ ქნას-თქო, ასე გადაეცით გოგის. გოგის აქვს ხოლმე ასეთი გამონათქვამები. არ ვიცი, მე არ მინახავს, თუ ასე თქვა, ძალიან ცუდად უთქვამს. სარედაქციო პოლიტიკა მეც არ მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტელევიზია უნდა დაიხუროს. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს. ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო ტელევიზია. მაგრამ ეს არ მოდის კანონთან წინააღმდეგობაში. ყველაფერი უნდა იყოს ის, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება და მედიას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. რაც შეეხება დახურვას, არც ერთ შემთხვევაში ასეთი ტერმინები არ უნდა ვიხმაროთ. არ მომწონს ის, რომ არგუმენტების და ფაქტების გარშე გამოდის ინფორმაცია თქვენი ტელევიზიით. უნდა იყოს ყველანაირი აზრი, ყველანაირი ჟურნალისტიკა. საზოგადოებამ დახვეწოს, აირჩიოს, რა უნდა და რა – არა. საზოგადოებამ გაფილტროს, მაგრამ ის, რომ ვიღაცას არ მოსწონს, მე თუ სხვას, თუ თოფაძეს და ამიტომ რაღაც უნდა დაიხუროს, ღმერთმა დაგვიფაროს”, – განუცხადა “კურიერს” ბიძინა ივანიშვილმა.
პარლამენტარმა და უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დაწყებამდე რუსთავი 2–თან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტელეკომპანია ხვალ აღარ იქნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2–თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს. მოსარჩელეა ქიბარ ხალვაში, რომელიც აცხადებს, რომ თავის დროზე მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ახლა რუსთავი 2–ის წილების დაბრუნებას ითხოვს.