ტელეკომპანიის ცნობით, “რუსთავი 2”-ის ადვოკატებმა სარჩელი დღეს შეიტანეს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევაში “რუსთავი 2”-ს არ მიეცემა კონსტიტუციური -სამართლიანი სასამართლოს უფლება.
“იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს რეალური საფრთხე, საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილების რუსთავის 2-ის წინაარმდეგ გამოტანით, ზემოხსნებეული საპროცესო კოდექსის წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან არ მოგვცემს საშუალებას სრულფასოვნად განვახორციელოთ კონსტიტუციით მონიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლება”- განუცხადა “რუსთავი 2”-ს ადვოკატმა ანდრო ორჯონიკიძემ.
ტელეკომპანიის განმარტებით, მისი ადვოკატები სადავოდ მიიჩნევენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლს:
“გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, ის განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.”
ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და “რუსთავის 2”-ის მფლობელებს შორის, ქიბარ ხალვაშს სურს, დაინრუნოს ტელეკომპანია, რომელიც მისი თქმით, საქართველოს ყოფილი რეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩარევით 2006 წელს დაათმობინეს.