პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხევითაც იგი იწყებდა პოლიტიკურ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთანმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსთან “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენების და დაძაბული ვითარების განმუხტვის მიზნით.
“არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი – კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.