“არ მაქვს წაკითხული ბატონი დვალის ინტერვიუ. ნამდვილად ვერ დავრხაჯავ ძალიან ძვირფას დროს, ამ შემთხვევაში ძალიან ძვირფას დროს, იცით, შემჭიდროვებული ვართ ვადებში, ხედავთ რაც ხდება ტელეკომპანიაში, ბატონი დვალის ბელეტრისტიკაზე. სამწუხაროდ, არ ვიცნობ ამ ინტერვიუს და არც დრო მაქვს, რომ გავეცნო”, – განაცხადა ნიკა გვარამაიამ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუნებელმა დავით დვალმა “ნეტგაზეთთან” ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაათმობინეს “რუსთავი 2”-ის წილები მიხეილ სააკაშვილის მითითებით 2004 წელს და როგორ გადაუფორმეს ქიბარ ხალვაშს.