თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოსული რუსთავი 2-ის მხარდამჭერები წვიმას თავს სასამართლოს შესასვლელთან აფარებენ. ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ფატი ბიჩნიკაურმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ იგი აქ სიტყვის თავისუფლების დასაცავად მოვიდა. მისი განცხადებით, რუსთავი 2 თავისუფალი არხია და ამიტომ სურს, რომ მხარი დაუჭიროს.
“მარტო მე კი არა, ძალიან ბევრი ვიცი, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვიდა. ამ სასამართლოს იმედი არ მაქვს იმის შემდეგ, რაც გავიგე და მოვისმინე. მაგრამ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ალბათ გააპროტესტებენ და ჩვენ მის მხარდასაჭერად კიდევ მოვალთ და გვერდით დავუდგებით, რამდენჯერაც უნდა დასჭირდეს,”- ამბობს ტელეკომპანიის მხარდამჭერი ფატი ბიჩნიკაური.
სასამართლო განიხილავს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელს, რომლითაც ითხოვს ტელევიზიის წილის დაბრუნებას. რუსთავი 2-ში აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაშის სახით ხელისუფლება ებრძვის დამოუკიდებელი ტელევიზიას და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.