“მივმართავ თხოვნით ყველას, ვის კომპეტენციაშიც ეს საკითხი შედის – იმისათვის, რომ განიმუხტოს არსებული დაძაბულობა და გაქარწყლდეს ეჭვები, გთხოვთ, გადაიდოს სასამართლო პროცესი არა 26 ოქტომბრამდე, არამედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე,”- აცხადებს ბურჭულაძე.
ბურჭულაძე აცხადებს, რომ ეჭვს ბადებს არჩევნებმდე ერთი წლით ადრე მსგავსი სასამართლო დავა:
“მინდა მჯეროდეს, რომ მიმდინარეობს სასამართლო დავა კერძო საკუთრებაზე, მაგრამ ამ აზრის განვითარებისთვის არგუმენტების სიმწირე უამრავ ეჭვს ბადებს. მით უფრო დამაფიქრებელია ამ თემის გააქტიურება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და სხვადასხვა ტელეკომპანიაში დახურული პოლიტიკური თემატიკის გადაცემების ფონზე.”
ბურჭულაძის თქმით, “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში კვლავ გააჩინა ორი დაპირისპირებული მხარე და საჭიროა მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც სიტუაციის განმუხტვაზე იმუშავებს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული.