„გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას არაობიექტურმა სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე ჩვენი პარტნიორების შეკითხვებმა მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით. მედიის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ფასეულობა, რომელზეც ნებისმიერი მთავრობა უნდა იდგეს. ჩვენი მთავრობა ნამდვილად დგას ამ ფასეულობაზე. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ არც ერთი მედიაკომპანიის მაუწყებლობის პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდეს და არც ხდება. არ ვიცი, ვინ იქნება ამ პროცესის გამარჯვებული, არ ვარ იურიდიული დეტალების საქმის კურსში, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას თუნდაც ყველაზე არაობიექტურმა სამაუწყებლო სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე იმან, რომ თუნდაც რაიმე ეჭვი გაჩნდეს ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში ქვეყანაში მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით. მინდა ამ შემთხვევაში “რუსთავი2”-ის ხელმძღვანელობასაც მოვუწოდო და ყველა იმ ადამიანს, ვინც საწინააღმდეგო პოზიციაზე დგას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ უნდა გადააბიჯოს იმ ზღვარს, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება მისაღები ყველასათვის, მოგწონს თუ არ მოგწონს ეს. თუმცა სასამართლომაც უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებში, მეგობრებში არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს ამ მიმართულებით, თუნდაც ამისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის ელემენტები გახდეს საჭირო,“-განაცხადა მინისტრმა.