ახალი ამბები

გვარამია ამბობს, რომ ოჯახის დაცვაზე პროკურატურის შეთავაზებაზე უარი განაცხადა

22 ოქტომბერი, 2015 •
გვარამია ამბობს, რომ ოჯახის დაცვაზე პროკურატურის შეთავაზებაზე უარი განაცხადა

რუსთავი 2-ის დირექტორი დარწმუნებულია, რომ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე გამოძიება არ წარიმართება. როგორც გვარამია ამბობს, მან, ასევე, უარი განაცხადა პროკურატურის შთავაზებაზე ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით.

 

ნიკა გვარამიამ მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. #რუსთავი2 -ის დირექტორი დარწმუნებულია, რომ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე გამოძიება არ წარიმართება. მან, ასევე, უარი განაცხადა პროკურატურის შთავაზებაზე ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით.

Posted by netgazeti.ge on Thursday, 22 October 2015


21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოწმის სახით დაიკითხა ნიკა გვარამია, რომელმაც, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, დაკითხვისას აჩვენა, რომ მეგობარი, რომელიც მას შეხვდა არის ალექსი ახვლედიანი, საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი – 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს პროკურატურა ალექსი ახვლედიანს დღესვე დაიბარებს დაკითხვის მიზნით. 

 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი