ახალი ამბები

პრეზიდენტი: მთავრობის მეთაურის გამოსვლამ მეტი დაძაბულობა შემოიტანა რთულ ვითარებაში

22 ოქტომბერი, 2015 • • 1164
პრეზიდენტი: მთავრობის მეთაურის გამოსვლამ მეტი დაძაბულობა შემოიტანა რთულ ვითარებაში

“ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა, რამაც მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შემქნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები. ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა და პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების.

 

სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შემოიტანა ისედაც რთულ ვითარებაში.

 

მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისაგან და მოთოკოს ემოციები. გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილები, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას.

 

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი – კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალებზე, რომლებიც ასახავს საქართველოს წინა ხელისუფლების პერიოდში მოქალაქეების წამების ფაქტს და განაცხადა, რომ ენმ–ს წევრებმა ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. 

 

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რომ ნიკა გვარამიას განცხადება, იმის შესახებ, რომ მას პირადი ცხოვრების კადრებით და ოჯახის წევრებზე მუქარით აშანტაჟებენ, პროვოკაციას ჰგავს, თუმცა საქმე უნდა შეისწავლონ და გამოიძიონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი