ახალი ამბები

ურთმელიძის შეკითხვა რუსთავი 2-ს: საიდან იცით, რომ დღესვე მივიღებ გადაწყვეტილებას?

22 ოქტომბერი, 2015 • • 1215
ურთმელიძის შეკითხვა რუსთავი 2-ს: საიდან იცით, რომ დღესვე მივიღებ გადაწყვეტილებას?

“ასევე, განხილვის დასრულების შემდეგ მოსამართლეს მინიმუმ რამდენიმე დღე სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა თამაზ ურთმელიძემ.

მოსამართლე ურთმელიძე განიხილავს რუსთავი 2-ის საქმეს, 19.10.2015. ფოტო: ნეტგაზეთი
მოსამართლე ურთმელიძე განიხილავს რუსთავი 2-ის საქმეს, 19.10.2015. ფოტო: ნეტგაზეთი

 

მოსამართლის შეკითხვის საპასუხოდ რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელების ინტერესების დამცველმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ თუკი მოსამართლეს სურდა მოესმინა ამ კითხვაზე პასუხი, პროცესზე უნდა დაეშვა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, ასევე, მოსამართლეს უნდა გადაედო პროცესი და დალოდებოდა პროკურატურის პასუხს მას შემდეგ, რაც დაკითხავდა ნიკა გვარამიას.


შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკა გვარამიამ განაცხადა, მასთან ტელევიზიაში მივიდა პირი, რომელმაც აცნობა, რომ დღეს მოსამართლე ურთმელიძე მიიღებდა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილებას, რომელიც ტელევიზიის წილის დაბრუნებას ითხოვს. ასევე, გვარამიას თქმით, მოსამართლე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასაც მოითხოვს. გვარამიას თქმით, ამავე პირმა გადასცა ხელისუფლების მესიჯი, რომ ის გარიდებოდა პროცესს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეახსენეს, რომ ჰყავს ოჯახი და მასზე არსებობს პირადი ცხოვრების ამსახველი პროცესი. 


ნიკა გვარამიას დაკითხვა მთავარ პროკურატურაში დღეს 12:00 საათზე დაიწყება. მან უკვე თქვა, რომ აპირებს იმ პირის დასახელებას, რომელმაც ეს მესიჯი გადასცა, თუმცა საქმის გამოძიების იმედი არ აქვს.


რუსთავი 2-ის დირექტორის მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე – დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მასალების გადაბეჭდვის წესი