ახალი ამბები

ვოლსკი: რომელმა გაიძვერამ, პროვოკატორმა დაურეკა გვარამიას, ან იქნებ იტყუება?

21 ოქტომბერი, 2015 • • 1084
ვოლსკი: რომელმა გაიძვერამ, პროვოკატორმა დაურეკა გვარამიას, ან იქნებ იტყუება?

“პოლიტიკურად არის თუ არა მიზანშეწონილი ეს პროცესი და ეძლევა თუ არა “რუსთავი 2″-ს, როგორ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაწილს, საშუალება, რომ მოახდინოს პროვოცირება დაძაბულობის?! რასაკვირველია, ეძლევა და არანაირი პოლიტიკური მიზანშეწონილობა ამისი არ არსებობს. ნიკა გვარამიაც არ არის მეორეხარისხოვანი პიროვნება, თუ ისეთ განცხადებას ავრცელებს, აუცილებლად ჩვენება უნდა მისცეს დღესვე. რომელმა იდიოტმა, რომელმა პროვოკატორმა ან რომელმა გაიძვერამ დაურეკა და დამტებით ნავთი დაასხა ცეცხლს, ან იქნებ იტყუება?”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

დღეს, 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო გამოშვებაში განაცხადა, რომ მისი პირადი ცხოვრების შემცველი ვიდეოკადრების გამოქვეყნებით აშანტაჟებენ.

 

გვარამიამ ასევე ისაუბრა იმის შესახებაც, რომ მისი ოჯახის წევრების მისამართით დაემუქრნენ, თუ “რუსთვი 2”-ის მფლობელებისა და ქიბარ ხალვაშის დავის გამო ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს არ ჩამოცილდება.

გია ვოლსკი
გია ვოლსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი