მივმართავ პირადად გვარამიას, რომელმაც ახლახანს მორიგი ტელე–პერფორმანსი შესთავაზა საზოგადოებას.
უკვე ნათლად ჩანს, რომ თქვენ და თქვენი პოლიტიკურად ანგაჟირებული თანამოაზრეები ყველა ღონეს ხმარობთ, რომ რამენაირად გახვიდეთ სამართლებრივი სივრციდან და ჩემი სამართლებრივი დავა, რომელიც მიმართულია უმოწყალოდ შელახული საკუთრების უფლებისა და სამართლიანობის აღდგენისკენ, აქციოთ პოლიტიკურ შოუდ და ამით საკუთარი პატრონს, მიშა სააკაშვილს, მისცეთ პოლიტიკური ქულების ჩაწერის შესაძლებლობა.
კოლექტიური გვარამიას ფანტაზიას მე ვერ გავყვები. მე კონკრეტულ საშიშროებას ვხედავ, რომ გვარამია დავის სამართლებრივი სივრციდან გატანის მიზნით იმაზეც კი არის წამსვლელი, რომ რუსთავი 2 ეთერიდან გათიშოს და ამით კიდევ ერთხელ მოახდინოს სიტუაციის დრამატიზება და შეეცადოს საკითხის პოლიტიზებას.
მივმართავ გვარამიას კატეგორიულად – არ გაბედო რუსთავი 2–ის გათიშვა!
ილაპარაკე რაც გინდა და რამდენიც გინდა, თუნდაც მთელი საეთერო დრო შენივე პოლიტიკური მონოლოგებისთის დაგითმია.
პირიქით, მოგიწოდებ, რაც შეიძლება მეტი და დიდხანს ილაპარაკო, რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო კარგად დაინახოს რა გამოძრავებს და რა პოლიტიკური სულისკვეთების ძალის აზრებს და სურვილებს ახმოვანებ. ილაპარაკე, მაგრამ საკუთარი და შენივე პატრონი სააკაშვილის ბნელი მიზნების გამო, არ გაბედო რუსთავი 2–ის გათიშვა.