ახალი ამბები

ბერძენიშვილი: გვარამიას ნათქვამი უნდა გამოიძიონ, შემთხვევით სიმართლეს ხომ არ ამბობს

21 ოქტომბერი, 2015 • • 1046
ბერძენიშვილი: გვარამიას ნათქვამი უნდა გამოიძიონ, შემთხვევით სიმართლეს ხომ არ ამბობს

“არ ვიცი, ეგ მართალია თუ არ არის მართალი. რა თქმა უნდა, ასეთი რამ სრულიად მიუღებელია, ვინც უნდა იყოს და ვისზეც უნდა იყოს. პირადი ინფორმაცია უნდა იყოს დაცული ყველა შემთხვევაში. მართალი გითხრათ, მაგ კაცს ისეთი რამეები აქვს ნათქვამი, ყველაფრის დაჯერება მიჭირს. პირადად ჩემზე ნათქვამი აქვს, რომ რუსეთის აგენტი ვარ და როგორ დავიჯერო მისი ნათქვამი, არ ვიცი. თავისთავად, რახან ითქვა, ესე იგი უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები და გამოიძიონ, ხომ არ აშანტაჟებს ვინმე. მეორე მხრივ, ცოტა გაუგებარია სასამართლო მიმდინარეობს და იქ ხდება ყველაფერიო და პირადი შანტაჟი რაღა საჭიროა, კარგად არ მესმის. წყარო თუ მარტო თვითონაა, სანდო არ არის. მაგრამ ყველა შემთხვევააში უნდა იყოს გამოკვლეული”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

პარლამენტარის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური პასუხი იქნება ნიკა გვარამიას ნათქვამის გამოძიება, რათა დაიბარონ დაკითხვაზე და გამოარკვიონ ვინ აშანტაჟებს. “თუ არსებობს ასეთი ვინმე, უნდა იპოვონ და გამოვლინდეს, ამბობს ბერძენიშვილი. 

 

ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელის დაშანტაჟების მცდელობა არავის მოუვიდოდა აზრად.

 

“მე ასეთი რამ ძალიან მეეჭვება მით უმეტეს, ასეთ კაცთან როდესაც არის საქმე, რომელსაც ხელში აქვს მედიასაშუალება და შეუძლია ყველაფერი თქვას. ძალიან მეეჭევბა, ჩემთვის არ არის დამაჯერებლი, მაგრამ, კიდევ ერთხელ გეუბნებით,  უნდა იქნას გამოკვლეული, შემთხვევით სიმართლეს ხომ არ ამბობს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

დღეს, 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო გამოშვებაში განაცხადა, რომ მისი პირადი ცხოვრების შემცველი ვიდეოკადრების გამოქვეყნებით აშანტაჟებენ.

 

გვარამიამ ასევე ისაუბრა იმის შესახებაც, რომ მისი ოჯახის წევრების მისამართით დაემუქრნენ, თუ “რუსთვი 2”-ის მფლობელებისა და ქიბარ ხალვაშის დავის გამო ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს არ ჩამოცილდება.

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი